„ენერგეტიკის დარგში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, ინვესტიციებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2387 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ენერგეტიკის დარგში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, ინვესტიციებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2387 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 23

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„ენერგეტიკის დარგში ახალი საინვესტიციო პროექტებისგანხორციელების, ინვესტიციებისადა დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის № 2387 განკარგულებაში ცვლილებისშეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ენერგეტიკის დარგში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, ინვესტიციებისადა დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის № 2387 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაევალოს სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე საწყის განთავსებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათ შორის, Goldman Sachs International-ის, Dewey&LeBoeuf LLP-ის, KPMG-ის,Linklaters-ის, BGI-ისა და BLC-ის მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.“.

პრემიერ-მინისტრი                       ნ . გილაური

 

 

 

 

 

 

      

 

კრებსითი — სრული ვერსია