საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 9
2012 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ � საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის �საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონის 25- ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. �საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონის 25- ე მუხლის მე- 7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ � საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე არ გავრცელდეს �საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2012 წლისათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 1400 ერთეულით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ- მინისტრი���������� ����������������� �ნ. გილაური