საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 8
2012 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
„ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის № 1874 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 2000 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 2000 განკარგულება „ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის № 1874 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური