|
იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში
|
„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ პირველი მუხლის 81 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს: |
ა)
იმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში (დანართი №1). |
ბ)
იმ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში (დანართი №2). |
2.
ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ ელექტროსადგურების მშენებლობასთან ფლობასთან და ოპერირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ წინადადებებზე (პროექტებზე), რომლებთან დაკავშირებითაც სამინისტროს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე მიღებულია გადაწყვეტილება ან სამინისტროს მიერ შესრულებულია რაიმე მოქმედება მათი განხორციელების მიზნით. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
იმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ამ წესისა და პირობების მოქმედება ვრცელდება იმ ჰიდროელექტროსადგურებზე (შემდგომში „ელექტროსადგურები“), რომლებიც არ არის შეტანილი „საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში და მისი მიზანია ასეთი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის (შემდგომში ,,სამინისტრო“) წარდგენის და განხილვის წესის და პირობების დადგენა. მუხლი 2. წინადადებების წარდგენა 1. იმ იურიდიულმა პირმა ან იურიდიულ პირთა კონსორციუმმა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში არშეტანილი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლით, მშენებლობით, ფლობით და ოპერირებით (შემდგომში ,,დაინტერესებული პირი“) სამინისტროში უნდა წარმოადგინოს განაცხადი წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სამინისტროს დასახელებას; ბ) განმცხადებლის შესახებ ინფორმაციას (დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს); გ) მოთხოვნას; დ) მოთხოვნას წარდგენილი დოკუმენტების კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ე) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ვ) განაცხადზე დართული საბუთების ნუსხას. 2. დაინტერესებული პირის განაცხადს უნდა დაერთოს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინარე კვლევა (შემდგომში „კვლევა“), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობას და ძირითად პარამეტრებს; ბ) პოტენციური მშენებარე ობიექტის ტერიტორიის ტოპოგრაფიულ რუკას (მასშტაბი: 1:25000) გ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიურ მონაცემებს, გეოლოგიურ რუკას (ფონდური მასალის საფუძველზე); დ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმურ მონაცემებს, სეისმურ რუკას; ე) ჰიდროლოგიურ და მეტროლოგიურ მონაცემებს (საშუალო თვიურ მაჩვენებლებს); ვ) ჰიდრავლიკურ კვლევებს; ზ) ინფორმაციას ელექტროენერგიის წარმოების შესახებ (მოკლე ანგარიში); თ) ქსელზე მიერთების სავარაუდო სქემას; ი) ინფორმაციას ინფრასტრუქტურის თაობაზე (არსებული და მშენებარე გზები, დატანილი უნდა იყოს ტოპო რუკებზე, სავარაუდო მანძილების მითითებით); კ) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას; ლ) ეკონომიკურ ანგარიშს (პროექტის ეკონომიური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის ხანგრძლივობას, საკრედიტო განაკვეთს); მ) ფინანსურ ანალიზს (ფინანსური მოდელი); 3. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რასაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად. მუხლი 3. წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამინისტრო ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესისა და პირობების მე-2 მუხლის მოთხოვნებთან. 2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესების და პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას ან/და წარმოდგენილია მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სამინისტრო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. თუ დაინტერესებული პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო წარმოდგენილ განაცხადს დატოვებს განუხილველად. 3. დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილ წინადადებებს, სამინისტრო განიხილავს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნას ისე, რომ განაცხადის განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ამ წესისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილი წინადადებების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობა. 5. კონკრეტული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების მიზანშეწონილობის თაობაზე სამინისტრო თავის პოზიციას აყალიბებს (აფიქსირებს) ენერგეტიკული დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 6. სამინისტრო უფლებამოსილია წარმოდგენილი წინადადების ცალკეული პარამეტრის შეფასების (ანალიზის) მიზნით მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციას. 7. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლა და სათანადო ინფორმაციის მოძიება მოითხოვს ადგილზე გასვლას (დათვალიერებას), საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროს საჯარო მოხელეების ან/და და შესაბამის ექსპერტთა მონაწილეობით. 8. ერთი და იმავე მდინარეზე და განთავსების ადგილას ორი ან მეტი ალტერნატიული წინადადების არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ წინადადებას, რომელშიც შემოთავაზებულ იქნება მდინარის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალური ათვისების ყველაზე ეფექტიანი სქემა. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინარე კვლევები თანაბრად ითვალისწინებს კონკრეტული ადგილის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს განუსაზღვრავს დამატებით კრიტერიუმს მათში საუკეთესოს გამოვლენის მიზნით. 9. ამ წესის მიზნებისთვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტებიც. 10. სამინისტრო ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შერჩეულ წინადადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან და საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის დასადები მემორანდუმის (ხელშეკრულების/შეთანხმების) პროექტთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 11. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის და მემორანდუმის (ხელშეკრულების/შეთანხმების) პროექტის მოწონების შემთხვევაში საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის 30 კალენდარული დღის ვადაში იდება ურთიერთგაგების მემორანდუმი (ხელშეკრულება/შეთანხმება). 12. იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს (ხელშეკრულებას/შეთანხმებას) მასთან აღარ დაიდება მემორანდუმი (ხელშეკრულება/შეთანხმება) და მას არ გადაეცემა შესაბამისი ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების უფლება. 13. ურთიერთგაგების მემორანდუმის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ელექტროსადგურის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 29.09.2016 წ. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 31.01.2017 წ. მუხლი 4. გარანტიები 1. პირი ვალდებულია ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების უზრუნველსაყოფად (კანონმდებლობის თანახმად ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის (ხელშეკრულების/შეთანხმების) დადების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს საბანკო გარანტია, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში - წინასამშენებლო გარანტია). ამასთან, წინასამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. 2. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით, პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ასაშენებელი ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში – „სამშენებლო გარანტია“). ამასთან, სამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. სამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. (მე-4 მუხლის მეორე პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილია სამშენებლო გარანტიის განსხვავებული ოდენობა) 3. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავარობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50 %-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის (ხელშეკრულების) მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. 5. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილ ვადაში და პირობებით ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის (ხელშეკრულების) მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 31.01.2017 წ. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.03.2017 წ. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2017 წლის 27 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 28.06.2017 წ. |
დანართი №2
იმ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქრთველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი ამ წესისა და პირობების მოქმედება ვრცელდება ქარის ელექტროსადგურებზე, (შემდგომში „ელექტროსადგურები“), რომლებიც არ არის შეტანილი “საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში და მისი მიზანია ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის (შემდგომში ,,სამინისტრო“) წარდგენის და განხილვის წესის და პირობების დადგენა. მუხლი 2. წინადადებების წარდგენა 1. იმ იურიდიულმა პირმა ან იურიდიულ პირთა კონსორციუმმა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში არშეტანილი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლით, მშენებლობით, ფლობით და ოპერირებით (შემდგომში ,,დაინტერესებული პირი“), სამინისტროში უნდა წარმოადგინოს განაცხადი წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სამინისტროს დასახელებას; ბ) განმცხადებლის შესახებ ინფორმაციას (დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს); გ) მოთხოვნას; დ) მოთხოვნას წარდგენილი დოკუმენტების კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ე) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ვ) განაცხადზე დართული საბუთების ნუსხას. 2. დაინტერესებული პირის განაცხადს უნდა დაერთოს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინარე კვლევა (შემდგომში „კვლევა“), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობას და ძირითად პარამეტრებს; ბ) პოტენციური მშენებარე ობიექტის ტერიტორიის ტოპოგრაფიულ რუკას (მასშტაბი: 1:25000) გ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიურ მონაცემებს, გეოლოგიურ რუკას (ფონდური მასალის საფუძველზე); დ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმურ მონაცემებს, სეისმურ რუკას; ე) ქარის დაკვირვების მონაცემებს; ვ) ენერგეტიკულ მოდელს (სავარაუდო გამომუშავების შესახებ); ზ) პირველად გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს; თ) ქსელზე მიერთების სავარაუდო სქემას და ქსელის შესაძლებლობას მიიღოს გამომუშავებული ელექტორენერგია; ი) ინფორმაციას ინფრასტრუქტურის თაობაზე (არსებული და მშენებარე გზები, დატანილი უნდა იყოს ტოპო რუკებზე, სავარაუდო მანძილების მითითებით); კ) სავარაუდო ხარჯთაღიცხვას; ლ) ეკონომიკურ ანგარიშს (პროექტის ეკონომიური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის ხანგრძლივობას, საკრედიტო განაკვეთს); მ) ფინანსურ ანალიზს (ფინანსური მოდელი); 3. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რასაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად. მუხლი 3. წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამინისტრო ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესისა და პირობების მე-2 მუხლის მოთხოვნებთან. 2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესების და პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას ან/და წარმოდგენილია მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სამინისტრო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. თუ დაინტერესებული პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო წარმოდგენილ განაცხადს დატოვებს განუხილველად. 3. დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილ წინადადებებს, სამინისტრო განიხილავს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნას ისე, რომ განაცხადის განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ამ წესისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილი წინადადებების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობა. 5. კონკრეტული ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების მიზანშეწონილობის თაობაზე სამინისტრო თავის პოზიციას აყალიბებს (აფიქსირებს) ენერგეტიკული დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 6. სამინისტრო უფლებამოსილია წარმოდგენილი წინადადების ცალკეული პარამეტრის შეფასების (ანალიზის) მიზნით მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციას. 7. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლა და სათანადო ინფორმაციის მოძიება მოითხოვს ადგილზე გასვლას (დათვალიერებას), საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროს საჯარო მოხელეების ან/და შესაბამის ექსპერტთა მონაწილეობით. 8. ამ წესის მიზნებისთვის სამინისტრო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს როგორც სხვა საჯარო უწყებები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტებიც. 9. სამინისტრო, ამ მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით შერჩეულ წინადადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 10. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის მოწონების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის იდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. 11. საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის უპირობო (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას შესაბამის ტერიტორიაზე მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარებაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მესამე პირებთან ნებისმიერ დროს იგივე ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე დადოს ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რის შესახებაც წერილობით ეცნობება ორივე მხარეს. 12. ურთიერთგაგების მემორანდუმის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ელექტროსადგურის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 29.09.2016 წ. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 31.01.2017 წ. მუხლი 4. გარანტიები 1. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით, პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ასაშენებელი ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში – სამშენებლო გარანტია). ამასთან, სამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. სამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. .(მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილია სამშენებლო გარანტიის განსხვავებული ოდენობა) 2. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავარობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50 %-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. 4. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილ ვადაში და პირობებით ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 31.01.2017 წ. საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2017 წლის 27 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 28.06.2017 წ.
|