,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 26/12/2012; 010260020.35.149.016130) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სამსახური საქმიანობის პროცესში უფლებამოსილია გამოიყენოს სამსახურის შტამპი“.
|