|
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №12 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 28, 22/09/2010; 010250020.35.149.016002) დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. სამსახურს აქვს მრგვალი ბეჭედი წარწერით ,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა. კანცელარია“ (შუაში გამოხატულია მუნიციპალიტეტის გერბი), რომელიც გამოიყენება საქმისწარმოებისთვის“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|