„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2099-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-14
სარეგისტრაციო კოდი
040090000.05.001.017346
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის), რეაქტივის, კომპიუტერული პროგრამის, ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების), ლაბორატორიული აღჭურვილობისა და მონაცემთა ბაზის შესყიდვას;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2014 წ.

N2099-IIს

კრებსითი — სრული ვერსია