სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
372
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016743
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №3 72

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი : 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულები ს ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია