სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
353
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016742
სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №35 3

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არა უმეტეს 60%-ისა.

2. განკარგულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 იანვრის № 46 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი   ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია