საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016732
საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 366

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას , შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერ­გეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“,შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის დასადები შეთანხმების პროექტი საქა­რ­თველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერცი­ულ ოპერატორს“,შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შო­რის 2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე .

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შე­საბამისად , შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხე­ლი მოა­წე­როს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ .

პრემიერ-მინისტრი                                                   ი . ღარიბაშვილი 

კრებსითი — სრული ვერსია