სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
365
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016729
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 365

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშე­ნე­ბ­ლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-5 მუხლის შესაბა­მისად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექ­ტ­როსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებ­ლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარ­ჯვებულად გამოვლინდეს კომპანია „ Ahlatchi Enerji Sanayi ve Ticaret Ltd. Sti“.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტე­რესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთი­ერთ­გაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.

3. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგე­ნილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენე­ბ­ლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სს „სვანეთი ჰიდროს“ დაუბრუნდეს მის მიერ ამა­ვე დადგენილების შესაბამისად წარმოდგენილი 150 000.00 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია.

4. ამ განკარულების მე-3 პუნქტში აღნიშნული საბანკო გარანტიის და­ბ­რუნების (გაუქმების) თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს .

პრემიერ-მინისტრი                                           ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია