„საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტების შესრულების ანგარიშების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენის წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
77
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016624
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტების შესრულების ანგარიშების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენის წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №77

2014 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტების შესრულების ანგარიშების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენის წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტების შესრულების ანგარიშების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენის წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016599) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

ბ) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11

საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მათი ბიუჯეტების შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა 2014 წლის განმავლობაში განხორციელდეს როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალსწინებული შემთხვევისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათი ბიუჯეტების შესაბამისი წლის 3, 6 და 9 თვის შესრულების ანგარიშები საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 15 დღის ვადაში, №1-№4 დანართების მიხედვით, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში – წლის დამთავრებიდან 45 დღეში, №1-№4 დანართების მიხედვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია