საქართველოს კანონი
საქართველოს სანიტარიულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სანიტარიული კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 91) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:
„11. საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4237–რს