„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4236
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-30
სარეგისტრაციო კოდი
340.020.000.05.001.002.647
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 450) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საკარანტინო სამსახური

1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს მცენარეთა საგარეო და საშინაო კარანტინის სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის დანიშნულებაა აღკვეთოს სახელმწიფოში მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოტანა და გავრცელება და ამ მიზნით:

ა) კონტროლი გაუწიოს მცენარეული და სხვა პროდუქციის წარმოების, დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების საკარანტინო წესების დაცვას;

ბ) დროულად გამოავლინოს, შეზღუდოს და მოსპოს მავნებელი დაავადებები და სარეველები, აღკვეთოს მათი გავრცელება რეგიონებში;

გ) უზრუნველყოს, რომ ყველა საწარმო-დაწესებულება და ორგანიზაცია (მიუხედავად მათი საკუთრებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა), აგრეთვე მოქალაქეები, რომლებიც დაკავშირებული არიან მცენარეული პროდუქციის წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან და რეალიზაციასთან, ახორციელებდნენ მცენარეთა დაცვის საკარანტინო ღონისძიებებს.

2. საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4236–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია