,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-01
სარეგისტრაციო კოდი
010330000.22.026.016241
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №19

2014 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში (სსმ, 18.04.2008, №59, მუხ. 675) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. დანართი №5-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.”;
2. დანართი №7-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით „გენერალი კვინიტაძე“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.”;
3. დანართი №10- ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

კრებსითი — სრული ვერსია