„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
205
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-05
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.017824
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) დამტკიცებულ წესში  შეტანილ იქნეს  ცვლილება და  272 მუხლს პირველი პუნქტის შემ­დეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო ტყის ფონდის, მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონ­დის დაცული ტერიტორიების (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატე­გო­რიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყით­სა­რ­გებლობა) საზღვრებში მოქცეულ 35 გრადუსამ­დე და­­ქა­ნების ფერდო­ბებზე, ელექტრული ქსელის მფლობელი კომპანი­ე­ბის მი­ერ „ელექტრუ­ლი ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წე­სისა და მა­თი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2013 წლის 24  დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალის­წი­ნე­ბულ დაცვის ზონებში სპეციალურ ჭრასთან დაკავშირებული საკითხები, გარდა მოჭ­რი­ლი ხე-ტყის ჩაბარებისა, რე­გულირდება „ელექტრული ქსელების ხა­ზო­ბ­რი­ვი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დად­გენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენი­ლე­ბით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია