,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
05
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.133.016100
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

 

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 26 თებერვლის №15 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ‘‘, ,,ს‘‘, ,,ტ‘‘ და ,,უ‘‘,  ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის კოორდინაცია დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;

 ,,ს) დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;‘‘

,,ტ) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტთა და საექთნო საქმიანობის ორგანიზება, ხელშეწყობა, მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

,,უ) პირველადი ჯანდაცვის რესურსების ორგანიზაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით ოპტიმიზაციის ხელშეწყობა;‘‘;

ბ)დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ‘‘  და  ,,ზ‘‘ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) განახორციელოს მონიტორინგი მუნიციპალური პროგრამის შესაბამისად გაცემული სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.‘‘;

 ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას, მათ მიერ მოსახელეობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში.‘‘.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე

კრებსითი — სრული ვერსია