,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებრთვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ „ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-11
სარეგისტრაციო კოდი
240120100.35.165.016116
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებრთვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ „ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. საგარეჯო

 

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებრთვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის  დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის  №31 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება   საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აუქციონის  შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება აუქციონის ჩატარებამდე 15 კალენდარული დღით ადრე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი

კრებსითი — სრული ვერსია