„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №162 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-01
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016287
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №162 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №32

2014 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №162 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №162 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016186, 08/07/2013) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: 

 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,“.

 

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს თანდართული დებულება.“.

 

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულება“;

 

ბ) პირველი მუხლის:

 

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.“;

 

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე

კრებსითი — სრული ვერსია