|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის
დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის დადგენილება №2/28 - ვებგვერდი, 31.07.2014წ. |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის დადგენილება №2/28 - ვებგვერდი, 31.07.2014წ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ივნისის დადგენილება №7/37 - ვებგვერდი, 29.06.2022წ.
|
| მუხლი 1 |
1.
დამტკიცდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა დანართ №1-ის შესაბამისად.
|
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამის მოქმედება ასევე გავრცელდეს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც არ განხორციელებულა ფინანსური წახალისება 2013 საბიუჯეტო წლის ასიგნებების ფარგლებში.
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის დადგენილება №2/28 - ვებგვერდი, 31.07.2014წ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №29/30 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მაისის დადგენილება №5/16 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, ოლიმპიადების, საჭადრაკო ოლიმპიადების, მსოფლიო ჩემპიონატების, მსოფლიო თასის გათამაშების, ევროპის ჩემპიონატების, საქართველოს პირველობებისა და ჩემპიონატების როგორც სპორტის ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში სპორტსმენთა, მწვრთნელთა წახალისებას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენების, მწვრთნელებისა და გუნდებისათვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს განსაზღვრას.
თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენში, მწვრთნელში იგულისხმება, სპორტული წარმატების მიღწევის მომენტისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, რეგისტრირებული სპორტსმენი, მწვრთნელი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების სახელით ოლიმპიადებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ევროპის ჩემპიონატებზე, საქართველოს პირველობებსა, ჩემპიონატებზე როგორც სპორტის ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში და აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ სპორტულ სახეობებში. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული ბრძანებით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება გავრცელდეს იმ სპორტსმენებზე, მწვრთნელებზე, რომლებიც სპორტული წარმატების მიღწევის დროს ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან გამოდიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით. დასაჯილდოვებელი პირის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი დგინდება, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ივნისის დადგენილება №7/37 - ვებგვერდი, 29.06.2022წ.
მუხლი 2. 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მწვრთნელების წახალისებისას ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნ ას ის მწვრთნელი, რომელიც არ მონაწილეობდა შეჯიბრებებში, მაგრამ მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი წარმატებული სპორტსმენების აღზრდაში. 2.აღმზრდელი მრწვთნელის ფულადი წახალისების (ჯილდო) ოდენობა განისაზღვროს ამ წესით დადგენილი მწვრთნელთათვის გათვალისწინებული ფულადი წახალისების ოდენობის შესაბამისად.
მუხლი 3. ოლ იმპიურ თამაშებზე , საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ევროპის ჩემპიონატებზე, საქართველოს პირველობებსა და ჩემპიონატებზე როგორც სპორტის ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში გამარჯვებულად ან/და პრიზიორად მიიჩნევა საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციების მიერ აღიარებული ჩემპიონატის მონაწილეები (საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული საერთაშორისო სპორტული ფედერაცია). თავი II ფულადი წახალისების გაცემის ნორმა მუხლი 4. მწვრთნელისათვის გასაცემი ფულადი წახალისება გაიცემა წლის განმავლობაში აღსაზრდელებს შორის საუკეთესო შედეგის თანახმად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №10/43 - ვებგვერდი, 26.09.2022წ.
თავი III ფულადი წახალისების ოდენობა მუხლი 5. ოლიმპიური თამაშების და სხვა შეჯიბრებების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწვრთნელთა, ნაკრები გუნდების წასახალისებლად, სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენებისთვის დაწესდეს შემდეგი ერთჯერადი ფულადი ჯილდო: ოლიმპიადები 1. ოლიმპიური თამაშები: ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 8000 ლარი, მწვრთნელზე – 4000 ლარი; ბ) II ადგილისათვის სპორტსმენზე გაიცეს 6000 ლარი, მწვრთნელზე – 3000 ლარი; გ) III ადგილისათვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; 2. ევროპული თამაშები: ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 6000 ლარი, მწვრთნელზე – 3000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; 3. მსოფლიო ახალგაზრდული თამაშები: ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 5000 ლარი, მწვრთნელზე – 2500 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; 4. ევროპის ახალგაზრდული თამაშები: ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; სპორტის ოლიმპიური სახეობები 5. მსოფლიო ჩემპიონატი (დიდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; 6. მსოფლიო ჩემპიონატი (ახალგაზრდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; 7. მსოფლიოს ჩემპიონატი (ჭაბუკები,გოგონები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; 8. ევროპის ჩემპიონატი (დიდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; 9. ევროპის ჩემპიონატი (ახალგაზრდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. 10. ევროპის ჩემპიონატი (ჭაბუკები,გოგონები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 900 ლარი, მწვრთნელზე – 450 ლარი;~ 11. მსოფლიო თასის გათამაშება (დიდები ) როგორც სპორტის ოლიმპიურ , ასევე არაოლიმპიურ
სახეობებში
: ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; სპორტის არაოლიმპიური სახეობები 12. მსოფლიო ჩემპიონატი (დიდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; 13. მსოფლიო ჩემპიონატი (ახალგაზრდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; 14. მსოფლიო ჩემპიონატი (ჭაბუკები,გოგონები): ა ) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი; 15. ევროპის ჩემპიონატი (დიდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; 16. ევროპის ჩემპიონატი (ახალგაზრდები ): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი; 17. ევროპის ჩემპიონატი (ჭაბუკები,გოგონები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 600 ლარი, მწვრთნელზე – 300 ლარი; ჭადრაკი 18. მსოფლიო ჩემპიონატი (დიდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 6000 ლარი, მწვრთნელზე – 3000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 5000 ლარი, მწვრთნელზე – 2500 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; 19. საჭადრაკო ოლიმპიადა: ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 5000 ლარი, მწვრთნელზე – 2500 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; 20. მსოფლიო ჩემპიონატი (ახალგაზრდები და იუნიორები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; 21. მსოფლიო ჩემპიონატი (კადეტები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; 22. ევროპის ჩემპიონატი (დიდები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; 23. ევროპის ჩემპიონატი (ახალგაზრდები და იუნიორები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; 24. ევროპის ჩემპიონატი (კადეტები): ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი; საქართველოს ჩემპიონატები და პირველობები 25. საქართველოს ჩემპიონატები და პირველობები ა) ოლიმპიური სახეობები (დიდები) : I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ბ) ოლიმპიური სახეობები (ახალგაზრდები) : I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე 500 ლარი; გ) ოლიმპიური სახეობები (ჭაბუკები, გოგონები) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 500 ლარი, მწვრთნელზე 250 ლარი; ა) არაოლიმპიურ სახეობებში (დიდები): I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; ბ) არაოლიმპიური სახეობები (ახალგაზრდები) : I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე 400 ლარი; გ) არაოლიმპიური სახეობები (ჭაბუკები, გოგონები) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 400 ლარი, მწვრთნელზე 200 ლარი; 26. საქართველოს ჩემპიონატები და პირველობები გუნდურ სახეობებში ა) საქართველოს ჩემპიონატები და პირველობები გუნდურ სახეობებში (დიდები) : I ადგილისთვის გუნდზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე - 1000 ლარი. ბ) საქართველოს ჩემპიონატები და პირველობები გუნდურ სახეობებში (ახალგაზრდები): I ადგილისთვის გუნდზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე 1000 ლარი. გ) საქართველოს ჩემპიონატები და პირველობები გუნდურ სახეობებში (ჭაბუკები,გოგონები): I ადგილისთვის გუნდზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე 1000 ლარი. 27. ვეტერან სპორტსმენებს შორის მსოფლიო ჩემპიონატებში, ევროპის ჩემპიონატებში, საქართველოს ჩემპიონატებში და პირველობებში გამარჯვებულ სპორტსმენზე გაიცეს ჯილდო, შემდეგი ოდენობით: მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანებს შორის I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი. II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი. III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი. ევროპის ჩემპიონატი ვეტერანებს შორის I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი. II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი. III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი. საქართველოს ჩემპიონატი ვეტერანებს შორის I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი. II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 500 ლარი. III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 300 ლარი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №10/43 - ვებგვერდი, 26.09.2022წ.
მუხლი 6. დაწესდეს შემდეგი ერთჯერადი ფულადი ჯილდო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამსახურებული სპორტის სფეროში მოღვაწე და დამსახურებული მწვრთნელის წოდების მინიჭების შემთხვევაში: ა) დამსახურებულ მწვრთნელზე გაიცეს 500 ლარი; ბ) სპორტის დამსახურებულ მოღვაწეზე (მუშაკი) გაიცეს 500 ლარი.
მუხლი 7. 1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო სპორტსმენსა და მწვრთნელზე, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ჩემპიონატებებზე უმაღლესი რანგის წარმატება. 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი გამოვლინდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარდგინებით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 3. წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები ჯილდოვდება: ოლიმპიურ სახეობებში: ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი; არაოლიმპიურ სახეობებში: ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი,მწვრთნელზე – 1500 ლარი; პარაოლიმპიურ სახეობებში: ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი. 4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, (როდესაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით პირველად ხდება სპორტის შესაბამის სახეობაში სპორტსმენის დაჯილდოება ან სპორტსმენმა დაამყარა რეკორდი) წლის საუკეთესო სპორტსმენზე როგორც ოლიმპიურ, ისე არაოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სახეობაში, სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (ბრძანებით) შესაძლებელია დამატებით გაიცეს ჯილდო 10 000 (ათი ათასი) ლარამდე, მწვრთნელზე – 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №12/21 - ვებგვერდი, 25.12.2024წ.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო სპორტსმენსა და მწვრთნელზე, მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენისთვის, მწვრთნელისთვის ვარსკვლავის გახსნა 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე აქტიური და ვეტერანი სპორტსმენისთვის, მწვრთნელისთვის ვარსკვლავი შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებზე,საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე(უფროსი ასაკის) მოპოვებული მედლისთვის. 2. ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით კანდიდატებს მერს წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური. ვარსკვლავის გახსნა ხდება, მერის მიერ შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრ აციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით. ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებული სამუშაოები და ღონისძიებები ფინანსდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |