„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 14 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-07
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.163.016167
„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 14 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 14 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრისN20 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„5. გამყიდველი ვალდებულია თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.telavi-gov.ge. ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.          

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე

კრებსითი — სრული ვერსია