,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-07
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016164
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 03/02/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016161) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 თავის მე-4 მუხლის, მე–3 ნაწილის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ონკოლოგიური დაავადებები მე-2, მე-3, მე-4  კლინიკური ჯგუფი, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი ( ფორმა –100 შევსებული უნდა იყოს ონკოცენტრში ან უბნის ექიმის მიერ ონკოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით).“.

2. დადგენილების მე-2 თავის მე-8 მუხლი შეჩერებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია