„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
26/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016124
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №26/04 / №68

2014 წლის 28 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-№51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ. III, 03.02.2010, №13 მუხ.151) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახაზინო ობლიგაციის კუპონის განაკვეთი დგინდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ერთი მერვედის ჯერადამდე დამრგვალებით.“.

2.  91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „92“ პუნქტი:

„92 სახაზინო ობლიგაციაზე, რომლის პირველად აუქციონზე ხდება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის დამატებითი სახაზინო ობლიგაციების გამოშვება, ასეთი სახაზინო ობლიგაციის კუპონის განაკვეთად დგინდება პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 2015 წლის 1 იანვრამდე.


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია