საქართველოს კანონი
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 151 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საგანგებო მდგომარეობის დროს (სტიქიური მოვლენები და სხვა) და აღდგენითი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ავტო-, მოტო-, სანაოსნო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება;“.
2. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად, 2008 წლის 1 იანვრამდე დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება (არა უმეტეს 6–10 ცხ.ძ.) მოტორიანი ნავით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4226–რს