საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1475
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 “-ის დაფინანსების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის შესახებ
1 . მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 “-ის დაფინანსების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით .
2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურები „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 “-ის (ბათუმის შემოვლითი გზა ) დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის სასესხო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით .
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური