საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1458
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეფორმირების კონცეფციის მოწონების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეფორმირების კონცეფცია.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური