„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 ოქტომბრის №1284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1456
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 ოქტომბრის №1284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1456

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის –    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 ოქტომბრის № 1284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად , „არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 ოქტომბრის № 1284 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , არასამეწარმეო (არაკომერციულ ) იურიდიულ პირს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (საიდენტიფიკაციო კოდი : 201990079 ) 30 წლის ვადით , უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , № 1 დანართში მითითებული უძრავი ქონება და თხოვების ფორმით – № 2 დანართში მითითებული მოძრავი ქონება .“ .

პრემიერ -მინისტრი                     ნ . გილაური

 

 

დანართი №1

 

№

მიწის (უძრავის ქონების)
 საკადასტრო კოდი

მისამართი

უძრავი ქონება

1

01.14.10.002.053

ქალაქი თბილისი,
 ი. ჭავჭავაძის გამზირი

№74

69318.00 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული  შენობა - ნაგებობები

2

01.14.10.002.018

ქალაქი თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ლოკომოტივის სტადიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით

5773.00 კვ.მ

არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების  მიწა

 

 

დანართი №2

 

№

მოძრავი ქონების დასახელება

1

საკონდე ნ ციონერო მოწყობილობა „ ჩილერი "

2

საკონდე ნ ციონერო მოწყობილობა „ ჩილერი "

3

სათამაშო მინდვრის მოსავლელი მანქანა

4

სათამაშო მინდვრის მოსავლელი მანქანა

5

გამაცივებელი აგრეგატი

6

ტაბლო

7

ცენტრალ ური გათბობის სისტემის ქვაბები, მოწყობილობა და ნაწილები

8

ცენტრალ ური გათბობის სისტემის ქვაბები, მოწყობილობა და ნაწილები

9

ცეცხ ლ საქრობი და სახანძრო ინვენტარი

10

ელექტროამომრთველები და ვოლფჰალოგენები (ნათურები) 140 ც ალი

11

მაგიდა

12

მაგიდა

13

კარადა

14

კარადა

15

მაგიდა მისადგმელით

16

სავარძელი

17

მაცივარი „ ვესტელი "

18

ტელევიზორი „ ვესტელი "

19

სკამი პლასტმასის (კომპლექტი 50 ცალი)

20

ელექტროტაბლო

21

პლასტმასის სკამი  30000 ცალი

22

სტადიონის გახმოვანება

23

სტადიონის ტელეფონიზაცია

24

ტელერადიოკომუნიკაცია

25

სარეზერვო ელექტრომომარაგება (დიზელგენერატორი)

26

სარეზერვო ელექტრომომარაგება (დიზელგენერატორი)

27

მხატვრულ-დეკორატიული პანოები

28

სტადიონის გახმოვანება

29

ტელერადიოკომუნიკაცია

30

ელექტროკარები

31

ელექტროკარები

32

ელექტროკარები

33

ელექტროკარები

34

ელექტროკარები

35

სავარძელი 16 ცალი

36

საოფისე ინვე ნ ტარი

 

კრებსითი — სრული ვერსია