„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1445
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-11-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1445

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 101 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2009-2010 წლებში უზრუნველყოს ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე, მდინარე ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის  მშენებლობა;

ბ) 2009-2011 წლებში უზრუნველყოს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, მდინარე ყვირილაზე სახიდე გადასასვლელის  მშენებლობა.

2. 2011 წელს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, მდ. ყვირილაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან. “ .

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია