„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1407
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1407

2010 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ვლადიმერ გეგელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

კახაბერ გულედანი – სსიპ – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

აბესალომ კეკელია –    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

არჩილ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.“ .

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია