სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1243
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1243

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 27 სექტემბრის №15/352) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:

 

 

№

 

მისამართი

 

დასახელება

მიწის ფართობი (კვ.მ)

საკადასტრო კოდი №

1

ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძველი

ობიექტი №1, განაშენიანების ფართობი: 216 კვ.მ

 

960

 

60.06.31.022

2

ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუსთავი

ობიექტი №1, განაშენიანების ფართობი: 172 კვ.მ

 

 

508

 

60.05.32.016.

 

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი           ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია