საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული 2,822,822.0 ევროს ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1229
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული 2,822,822.0 ევროს ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1229

2010 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული 2,822,822.0 ევროს ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული 2,822,822.0 ევროს ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრასთან დაკავშირებით.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა „ გრანტების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განისაზღვროს, როგორც საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით (გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი) გათვალისწინებული გრანტის (2,822,822.0 ევრო) მიმღებ ორგანოდ.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შემდგომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული წერილი-შეთანხმებით განსაზღვრული შესაბამისი ხელშეკრულების დადება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან „ გადაუდებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტის “ განსახორციელებლად.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია