სამეგრელოს რეგიონში მდინარე ტეხურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
355
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
სამეგრელოს რეგიონში მდინარე ტეხურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 355

2010 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

სამეგრელოს რეგიონში მდინარე ტეხურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ

1. ,,სახელმწიფო პროგრამა „ განახლებადი ენერგია 2008 “ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე პუნქტის საფუძველზე , სამეგრელოს რეგიონში მდინარე ტეხურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოცხადდეს კომპანია Kolin construqtion, tourizm, industry and trading co, INC.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენა.

პრემიერ-მინისტრი                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია