„საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1219
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1219

2010 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის “ ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ

1. „ საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის “ ევროკომისიის პროგრამით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა სრულყოფილად განხორციელების მიზნით „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად , შეიქმნას „ საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის “ ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

დიმიტრი შაშკინი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

პერ ეკლუნდი – ევროკომისიის დელეგაციის თავმჯდომარე საქართველოსა და სომხეთში

დავით კერესელიძე – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გია მამულაშვილი – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ანდრია ურუშაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ნათია ჯოხაძე – სსიპ – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბაშვილს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია