ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 352
2010 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
,,ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 სექტემბრის № 693 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 სექტემბრის № 693 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2010 წელს უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ტურისტულ რესურსებსა და კურორტებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე დასამონტაჟებელი შესაბამისი საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების დამზადება და სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად და დაგეგმილ სამუშაოთა დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ,,გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის “ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური