ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 305
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის № 82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის № 82 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარებისათვის, სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დაწყებისა და სასწავლო პროცესის ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2010 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 იანვრის № 3 განკარგულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რეაბილიტაციის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური