საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 10 72
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს № 1018 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს № 1018 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს ზოგიერთი სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებს მიეცეთ თანხმობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური