„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4220
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-04
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.05.001.002.531
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) 251 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 251. იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული დავის განხილვა

იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებულ კომერციული ბანკების განცხადებებს პირველი ინსტანციით განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4220–რს

კრებსითი — სრული ვერსია