სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
266
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 266

2010 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 04) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი მიმართოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საექსპერტო დასკვნების, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია