„რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №419 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
263
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №419 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 263

2010 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის № 419 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედე­გად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მო­სახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსა­ციის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის № 419 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს  ცვლილება და პირ­ვე­ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ 1. რუსეთის ფედერაციის აგრესიის  შედეგად გორისა და ქარელის  მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში (დანართის მიხედვით) მცხოვრებ დაზარა­ლებულ მოსახ­ლეობას აუნაზ­ღაურდეს 2010 წლის პირველ მარტამდე მოხ­მარებული ელექ­ტროენერგიის ღირებულება, თითოეული აბო­­ნ­­ენ­ტისათვის არა უმეტეს 150 კვტსთ-ის ოდე­ნობით, ამ გან­კარ­გულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარ­გლებში. “ .

პრემიერ-მინისტრი                                                                            ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია