ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 260
2010 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვისსაქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 153 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისათვის მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა-კომპენსაციასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე „ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის “ მომსახურების ხარჯების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური