საქართველოს მთავრობის
განკარგულება №338
2014 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„დიანა ჟღენტისათვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „დიანა ჟღენტისათვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის N19/02/01 განკარგულება.
2. განხორციელდეს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულები ს კონტრასიგნაცია.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი