„ბაქო თბილისი ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N150 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
302
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016652
„ბაქო თბილისი ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N150 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №302

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„ბაქო თბილისი ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N150 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  „ბაქო თბილისი ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N150 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო თბილისი ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა - თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მხრიდან საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (საბჭოს თანათავმჯდომარე);

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;

ქეთევან სალუქვაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

გურამ გურამიშვილი სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                        ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია