საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1018
2010 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„ ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებს მიეცეთ თანხმობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური