სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
279
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016669
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №279

2014 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემისშესახებ

1. „ადგილობრივითვითმმართველიერთეულისქონებისშესახებ“ საქართველოსკანონისმე-6მუხლისა და ,,ადგილობრივითვითმმართველიერთეულისათვისგადასაცემიძირითადი (გაუსხვისებელი) ქონებისსახეობათანუსხისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსმთავრობის 2013წლის11დეკემბრის№ 330დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 30 იანვრის № 5/3308) ქ. ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე №01 ობელისკის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №68.10.42.254) ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                              ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია