საქართველოს მთავრობის
განკარგულება №277
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემისშესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის№330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 29 იანვრის №5/3245) ქ. ჭიათურაში, ნინოშვილის ქ. №5ა-ში მდებარე შენობაში, III სართულზე არსებული ფართი №01-ისა (საერთო ფართით - 101.27 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №38.10.36.027) ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი