სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
276
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016667
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №276

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გორგასლის ქ. N75-ში მდებარე 3628 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.18.06.018.057) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N205195457).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა, მისი ექსპლუატაციაში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რემონტის ჩატარება;

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 25 წლის განმავლობაში უზრუნველყოს უძრავი ქონების ზოგადსაგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროფილით, ასევე, აღნიშნული საქმიანობისათვის აუცილებელი მიზნებისათვის გამოყენება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                          ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია