„შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №1440 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
275
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016666
„შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №1440 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №275

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის9 ოქტომბრის№1440განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის№1440 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2013-2014 წლებში უზრუნველყოს ქ. გორის, ქ. ახალციხის, ქ. ამბროლაურის, ქ. ზუგდიდის, ქ. თელავის, ქ. მცხეთის, ქ. ოზურგეთისა დაქ. ქუთაისის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრებისპოლიგონების კეთილმოწყობის მიზნით გადაუდებელი სამუშაოების განხორციელება;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ განკარგულებით განსაზღვრული 2013-2014 წლებში შესასრულებელი მყარი მუნიციპალური გადანაყრების პოლიგონების გადაუდებელი კეთილმოწყობისსამუშაოები განახორციელოს დადგენილი წესით კომპანიის მიერ შეთანხმებული და მოწონებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.“.

მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2013-2014 წლებში განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების, აგრეთვე, მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება განახორციელოს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში, აღნიშნული სამუშაოებისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                                         ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია