საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 897
2010 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზოგიერთ ობიექტზე არსებული საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვემოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე არსებული საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სადღეისოდ შეუსრულებელი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით:
ა) ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 38 – კმ 40 მონაკვეთი ;
ბ) ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 37 – კმ 41 (ძველი კმ 41 – კმ 45) მონაკვეთი;
გ) ბაღდათი-ვანი -დაფნარის საავტომობილო გზის კმ 7 – კმ 12 მონაკვეთი ;
დ) აბაშა-გულეისკირი-ჯაპანა ს საავტომობილო გზა (სიგრძით 24.0 კმ).
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური