საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 871
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის შესახებ
თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2010 წელს უზრუნველყოს თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენა;
ბ) სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, პარალელურ რეჟიმში ჩაატაროს საპროექტო და აღდგენითი სამუშაოები. აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 09) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
დ) ზემოაღნიშნული აღდგენითი სამუშაოების შესყიდვისათვის დამატებითი თანხის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური