იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
855
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 855

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 06) მიმართოს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი ქალაქ თბილისში, ჭიჭინაძის ქ. № 9-ში მდებარე სს „ ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული შენობის შესყიდვისათვის, შემდგომში მასში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართობის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია